მიუნხენის "ბაიერნმა" ჟელსონ მარტინსის მიმართ ინტერესი დაადასტურა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ლისაბონის "სპორტინგის" ფორვარდის, ჟელსონ მარტინსის მიმართ ინტერესი დაადასტურა.

"რეკორდმაისტერს" პორტუგალიელი შემტევი არიენ რობენის შემცვლელად ესახება, რომელიც სავარაუდოდ, კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ფეხბურთელის შეძენა ასევე "ლივერპულსაც" სურს.

"სპორტინგს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა "ბაიერნი" თანახმა 60 მილიონი ევროს გადახდაზეა.

22 წლის მარტინსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული