"ევერტონი" აქტიურობას განაგრძობს - შემდეგი სამიზნე "ბაიერნის" მცველია

AutoSharing Option
"ევერტონის" ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ფიქრს კვლავ განაგრძობს. ამჯერად ლივერპულური კლუბის სამიზნე მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ხუან ბერნატია.

"კანფეტებმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჩენკ ტოსუნისა და ტეო უოლკოტის სახით შევსება უკვე მიიღეს, რაც 50 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობით კი, "ევერტონმა" "ბაიერნს" ბერნატის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

თავის მხრივ, კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არც ფეხბურთელი უნდა იყოს, რადგან მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიეცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული