სამხრეთამერიკელი "სენტ მერიზე" უკვე ჩავიდა და კლუბთან 3,5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში "მონეგასკთა" ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 15 შეხვედრაში მოირგო და 4 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ "საუთჰემპტონი" ამ ტრანსფერით გაჩერებას არ აპირებს. კლუბი თავისი სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს.
საქმე იმაშია, რომ "წმინდანები" მოსკოვის "სპარტაკს" ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ქვინსი პრომესის სანაცვლოდ, 30 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.