"საუთჰემპტონმა" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "საუთჰემპტონმა" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. "წმინდანებმა" "მონაკოს" არგენტინელი ფორვარდის, გვიდო კარილიოს სანაცვლოდ, 19,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

სამხრეთამერიკელი "სენტ მერიზე" უკვე ჩავიდა და კლუბთან 3,5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში "მონეგასკთა" ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 15 შეხვედრაში მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ "საუთჰემპტონი" ამ ტრანსფერით გაჩერებას არ აპირებს. კლუბი თავისი სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს.

საქმე იმაშია, რომ "წმინდანები" მოსკოვის "სპარტაკს" ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ქვინსი პრომესის სანაცვლოდ, 30 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული