ოფიციალურად: პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე ყოფილი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ოფიციალურად ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მეთოფეებმა" საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელეს.

28 წლის გაბონელმა ფორვარდმა ლონდონელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ობამეიანგის ტრანსფერი "არსენალისთვის" რეკორდული გახდა. მისი სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, მაგრამ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბორუსია" მის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს მიიღებს.

ობამეიანგმა "ბორუსიის" მაისურით, საერთო ჯამში, 213 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული