ბრაზილიელი უკრაინიდან - "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრედის ტრანსფერზე მიღწეული შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს.

გარიგების დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ადრე გახდა ცნობილი, რომ "წითელი ეშმაკები" 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 60 მლნ ევროს გადაიხდიან.

ფრედის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 5 წელზე იქნება გათვლილი, ხოლო მისი წლიური ხელფასი - 5 მლნ ევრო.

ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ტრანსფერია ამ ზაფხულს.

Sportall.Ge

ფრედმა "შახტარში" 5 წელი გაატარა. უკრაინულ კლუბში ის "ინტერნასიონალიდან" 2013 წლის ზაფხულში გადავიდა.

ბრაზილიელმა დონეცკური გუნდის რიგებში 155 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლი და 15 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

altლონდონის "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა

alt"მანჩესტერი" მზადაა, რონალდოს ტრანსფერში 200 მილიონი გადაიხადოს


მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული