"ეს ნათლად ასახავს ორ რამეს" - მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" თამაშს მომავალშიც გააგრძელებს.

ეგვიპტელმა მერსისაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. The Telegraph-ის ინფორმაციით, კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ სალაჰი "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

"ეს ჯილდოა ადამიანისთვის, რომელიც კარგად თამაშობდა და კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს ნათლად ასახავს ორ რამეს: მის ნდობას "ლივერპულის" მიმართ და ჩვენ ნდობას მის მიმართ.

გვინდა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები "ენფილდზე" საკუთარ სახლს ხედავდნენ, სადაც მათ საკუთარი ოცნებებისა და ამბიციების რეალიზება
შეუძლიათ.

სალაჰი არასდროს აყენებს საკუთარ თავს გუნდზე მაღლა. მას ესმის, რომ თანაგუნდელები მას გასულ სეზონში დაეხმარნენ. მას ესმის, რომ ინდივიდუალური ჯილდოები რამე დიადის ნაწილია".

altმოჰამედ სალაჰი ეგვიპტეში თავის სახლთან შეკრებილ ფანებთან გამოვიდა და ავტოგრაფები დაარიგა


მომზადებულია liverpoolfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული