ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" დომენიკელი ფორვარდი დაიბრუნა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" განაცხადა, რომ კლუბმა "ლიონიდან" 25 წლის დომენიკელი ფორვარდი მარიანო დიასი დაიბრუნა.

"სამეფო კლუბს" აღნიშნული გარიგება 22 მილიონი ევრო დაუჯდა. კიდევ რამდენიმე მილიონს "ბლანკოსი" ბონუსებით გადაიხდის.

დიასი ესპანური კლუბის აკადემიაში 2011 წელს გამოჩნდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ კი ძირითად გუნდში რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც "ლიონში" გადაბარგდა.

მან ფრანგული კლუბის მაისური გასულ სეზონში 45 შეხვედრაში მოირგო და 21 გოლიც გაიტანა.

ლა ლიგაში დაბრუნებული დიასი "რეალთან" 5-წლიან შ
რომით ხელშეკრულებას გააფორმებს და მას ხვალ წარადგენენ.

alt"რეალის" ფანებს მიაჩნიათ, რომ ძირითადი მეკარე კეილორ ნავასი უნდა იყოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი მესმის პერესის მეგა ტრანსპერი.დ.დ.
liverpuli barselonas supermarketi.
18:39 30-08-2018
1

სიახლეები პოპულარული