ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.
31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
Goal.com-ის ინფორმაციით, "მონაკოს" ტრანსფერში ფული არ გადაუხდია, თუმცა შესაძოა ლონდონის "ჩელსიმ" ესპანელის საფრანგეთში თამაშისთვის გარკვეული ბონუსები მიიღოს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფაბრეგასმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, გოლი და და საგოლე გადაცემა კი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი "ჩელსიში" 4.5 წელი გამოდიოდა.
რაც შეეხება "მონაკოს", ტიერი ანრის გუნდი 18 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 13 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.
მომზადებულია asmonaco.com-ის მიხედვით