მუსა დემბელე "ტოტენჰემიდან" ჩინურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი მუსა დემბელე ჩინურ "გუანჩჟოუ ფულიში" გადავიდა -იუწყება ლონდონური კლუბი.

Het Laatste Nieuws-ის ინფორმაციით, 31 წლის ბელგიელმა ჩინურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა.

ახალ კლუბში დემბელე სეზონში 10 მლნ ევრო მიიღებს.

დემბელემ "ტოტენჰემში" 6.5 სეზონი გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"გუანჩჟოუ ფული" ამ დროისთვის ჩინეთის უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული