როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება მსოფლიოს წამყვანი კლუბები აიაქსელი ჰაკიმ ზიეჩისთვის იბრძოლებენ.
გამოცემის მიხედვით, განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტი" იაქტიურებს, რადგან "ქალაქელები" ზიეჩში ილქაი გიუნდოგანის შემცვლელს ხედავენ. გერმანელს გუნდიდან წასვლა უნდა ახალი გამოწვევების მისაღებად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
26 წლის მაროკოელი კი, შესანიშნავ სეზონს ატარებს, როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე და თავისი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. აღნიშნულ სეზონში ზიეჩმა 19 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"აიაქსის" ნახევრმცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და გუნდის დატოვება 32.5 მილიონ ევროდ
შეუძლია, რაც დღევანდელი სატრანსფერო ფასების გათვალისწინებით, ზიეჩის დონის ფეხბურთელისთვის საკმაოდ ცოტაა. სწორედ ეს დეტალი მატებს მოთხოვნას ზიეჩზე.