"აიაქსის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის გამო ჰოლანდიაში 33-ე ტური გადაიდო

AutoSharing Option
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ "აიაქსის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის გამო ქვეყნის პირველობის 33-ე ტურის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

33-ე ტურში "აიაქსი" 28 აპრილს "დე გრააფსჰაპს" უნდა შეხვედროდა, 30 აპრილს კი "ტოტენჰემს" გასვლაზე ეთამაშება. ამიტომ ფედერაციამ მთელი ტური გადაიტანა.

ეს იმისათვის გააკეთეს, რათა "აიაქსს" " ტოტენჰემთან" მატჩისთვის უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდეს, ხოლო რადგან ამსტერდამული გუნდი პსვ-სთან ოქროს მედლებისთვის იბრძვის, "დე გრააფსჰაპი" კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, ყველა გუნდი თანაბარ ვითარებაში იქნება.

მოკლედ, 33-ე ტური 15 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთის რომ მას ე ფიქრობდეს კარგიიქნება ბარსას ლივერპულამდე სამი თამაში აქვს ლალიგაში :((
0

სიახლეები პოპულარული