Sportall ტრანსფერები

AutoSharing Option
მოგესალმებით.

გაგაცნობთ ბოლო საათების სატრანსფერო სიახლეებს.

  • დავიწყოთ გაოფიციალურებული ტრანსფერით. "ლაციოს" ხორვატი ნახევარმცველი  მილან ბადელი "ჯენოაში" გადავიდა. კონტრაქტი 3 წელზეა გათვლილი, თუმცა  გარიგების სხვა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.
  • ინსაიდერი ნიკოლო სკირა წერს, რომ "ლესტერმა" უკვე შეათანხმა ჩენგიზ უნდერის  ტრანსფერი "რომასთან". საუბარია 1-წლიან იჯარაზე, გამოსყიდვის უფლებით. იჯარის  ღირებულებად 3 მილიონი ევრო დასახელდა.
  • რონალდ კუმანმა, მგონი, გადაწყვეტილება შეცვალა და აცხადებს, რომ შესაძლოა, სუარესი "ბარსაში" დარჩეს. "ცოტაც მოვიცადოთ და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ის წასვლას. ჩვენ ვაფასებთ ფეხბურთელების კონტრაქტებს. თუ ის დარჩება, ზუსტად
  • ისეთივე სრულფასოვანი ფეხბურთელი იქნება "ბარსასთვის", როგორც ყველა სხვა", - განაცხადა კუმანმა "მარკასთან".
Sportall.Ge
  • მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა დარწმუნებულია, რომ სუპერმარიო ევროპაში გააგრძელებს კარიერას. აქვე მსოფლიოს ყველაზე ცნობადმა აგენტმა დაამატა, რომ "ბრეშადან" წასული მარიო იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.
  • "ლიონის" პრეზიდენტმა საბოლოოდ უარყო დეპაის "ბარსელონაში" გადასვლის  შესაძლებლობა. თურმე ბარტომეუმ მის კოლეგას გულახდილად უთხრა, რომ კლუბი პანდემიის გამო მძიმე ფინანსურ კრიზისშია და დეპაის შესაძენად თანხები უბრალოდ არ აქვთ.
  • დელე ალის გარშემო ჭორები უფრო და უფრო იმატებს. კლუბის შიდა წყარო იტყობინება, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მოურინიოსთან მუშაობით 
    კმაყოფილი არ არის და თვალი წასვლაზე უჭირავს. ახლა კი, მადრიდის "რეალის" შემდეგ, ალის ტრანსფერს თურმე "მანჩესტერ იუნაიტედიც" ნიადაგს უსინჯავს.

Sportall.Ge

  • როგორც ჩანს, დიდი ხნის წვალების შემდეგ "ასტონ ვილა" მიაღწევს საწადელს და  "ლიონიდან" ბერტრან ტრაორეს გადმოიბირებს. Sky Sports-ი წერს, რომ ფრანგები 19 მილიონ ევროს დათანხმდნენ, ინგლისელებმა კი ტრაორესთან უკვე შეთანხმებასაც  მიაღწიეს 4-წლიან კონტრაქტზე და ფრანგი ამ დღეებში სამედიცინო შემოწმებასაც  გაივლის.
  • როგორც ჩანს, ლივერპულელები მაინც "გატყდნენ" და ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო "გაიმეტეს". (!) როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შეთანხმება უკვე  მიღწეულია.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული