"ბარსელონამ" სერჟინო დესტი ოფიციალურად დაიმატა.
19 წლის ამერიკელი 2019-20 წლების სეზონში ერედივიზიონში, კერძოდ, "აიაქსში" ასპარეზობდა. მისი სატრანსფერო ღირებულება ბონუსების ჩათვლით 21+5 მილიონ ევროს შეადგენს.
კატალონიელთა რიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე იასპარეზებს, სადაც "ვულვზში" გადასულ ნელსონ სემედუს შეცვლის.
დესტმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.
გასულ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ამერიკელის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გახლდათ. ის ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში, როლანდ კუმანისა და "ბარსელონას" ფილოსოფიაში მარტივად ჩაჯდება.
სერჟინოთი ტოპ 6
ლიგის გრანდები ინტერესდებოდნენ, მაგრამ არჩევანი მან ვიდეომიმართვის მეშვეობით ამცნო გულშემატკივრებს, სადაც ის ამბობს: "მე ვირჩევ "ბარსელონას".