მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას, გადმოყვანას შეეცდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები ფრანგით დიდი ხანია დაინტერესებულები არიან.
პოგბა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და კატალონიელების მესვეურები თუ მოახერხებენ მასთან შეთანხმებას, მას უფასოდ დაიმატებენ.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ასევე კუნ აგუეროს ტრანსფერზე მუშაობს, რომელსაც უკანასკნელ დროს მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ.
"ბარსელონა" დიდ კრიზისშია და წესითა და რიგით, კლუბმა თავისუფალ აგენტებზე უნდა აიღოს აქცენტი. ამიტომაც რეალური კანდიდატებიდან ეს ორი გამოირჩევა.
2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგაში პოგბამ 16 მატჩი ითამაშა და გულშემატკივრებს თავი
1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.