ახალგაზრდა თურქი "ლივერპულში"? იურგენ კლოპი დაცვის გაძლიერებას გეგმავს

AutoSharing Option
"ლივერპული" დაცვის ხაზის შევსებას ცდილობს. მერსისაიდელები "იუვენტუსის" თურქი მცველის, მერიჰ დემირალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.

ინგლისელები 22 წლის დემირალის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადასახდელად არიან მზად (დაახლოებით 57 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, "ლივერპულს" დაცვაში დიდი პრობლემა აქვს, რადგან გუნდს ტრავმირებული ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი, ჯოელ მატიპი და ფაბინიო ჰყავს.

დემირალი "იუვენტუსში" 2019 წლის ზაფხულში 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სასუოლოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა, თავი 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული