3 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 3 ივლისის სატრანსფერო სიახლეებსს:

RMC-ს ცნობით, კილიან მბაპეს პსჟ-სგან დამაჯერებელი პროექტი სურს, მისი გეგმა კი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლავთ. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მბაპე გუნდთან კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს.

როგორც ფაბრიციო რომანო ირწმუნება, "დორტმუნდს" მისი ნორვეგიელი ლიდერის, ერლინ ჰოლანის გაყიდვა მოუწევს. ერლინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლავთ, მისი დამატებით კი თითქმის ყველა გრანდია დაინტერესებული.

მადრიდის "რეალიდან" წამოსული სერხიო რამოსი კარიერას დიდი ალბათობით "პარი სენ ჟერმენში" განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მცველი ფრანგულ კლუბთან ხელს 2 წლიან
კონტრაქტს მოაწერს.

"ატლეტიკოს" გეგმებში ვიტოლო აღარ შედის, მისის დამატებით კი "ხეტაფეა" დაინტერესებული. სავარაუდოდ, ესპანელი ფეხბურთელი კარიერას კიდევ ერთ მადრიდულ კლუბში განაგრძობს.

ლიონელ მესი კონტრაქტის გახანგძლივებას ჯერ კიდევ არ ჩქარობს, ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები იკვეთება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული