5 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 5 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

Daily Mirror-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველით, დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერითაა დაინტერესებული. "ბლანოსს" ნახევარმცველის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ფეხბურთელი "აიაქსში" გამოდიოდა. ესპანელებს ნიდერლანდელი ნახევარმცველის იჯარის წესით (1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით) სურთ.

როგორც BBC წერს, ჰარი კეინს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ტოტენჰემის" დატოვება კვლავაც სურს. ინგლისელ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 3 წლით კიდევ აკავშირებს, "სპურსს" კი ლიდერის გაყიდვა არ სურს, თუმცა კეინის გეგმებში "ტოტენჰემში" დარჩენა აღარ შედის, მისით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული. "ქალაქელები" ინგლისის
ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს ჩამოდის.

"რომას" თურქი შემტევი ჩენგიზ უნდერი იჯარის წესით კარიერას "მარსელში" გაატარებს. ფრანგულ კლუბს უნდერის გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლება.

Calcio Mercato-ს ცნობით, "ინტერის" ახალმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ალექსის სანჩესის გუნდში დარჩენა სურს. მიუხედავად მაღალი ხელფასისა (7.5 მილიონი ევრო), ჩილელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ნერაძურის" ღირსებას მომდევნო სეზონშიც დაიცავს.

Sportall.Ge

ლუკ შოუს კარიერა თავდაყირა დადგა. მოურინიო "წითელ ეშმაკებში" მოღვაწეობისას მის გუნდიდან გაშვებას გეგმავდა, ახლა კი ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, ევროპირველობის დასრულების შემდეგ კი "იუნაიტედთან" კოტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს.

"მილანი" ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებაშია. Tuttosport-ის მტკიცებით, "როსონერი" "აიაქსის" ნახევარმცველის, დუსან ტადიჩის ვარიანტით დაინტერესდა. სერბი ფეხბურთელი 32 წლის გახლავთ.

"კრისტალ პალასმა" როი ჰოჯსონი პატრიკ ვიერათი ჩაანაცვლა. "არსენალის" ლეგენდამ გუნდთან კოტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

Tuttosport-ის ცნობით, ანდრე რაბიოს სამსახურით "არსენალი" დაინტერესდა, მასიმილიანო ალეგრიმ კი, რომელიც "ბიანკონერის" მწვრთნელად კიდევ ერთხელ დაინიშნა, განაცხადა, რომ რაბიოს არ გაყიდის და მეტიც, გუნდის ძირითადი 11-ეულის ფეხბურთელი გახდება.

Sportall.Ge

აჩრაფ ჰაკიმის გუნდიდან წასვლის შემდეგ "ინტერი" ჰექტორ ბელერინის გადაბირებით დაინტერესდა. "ნერაძურის" ფეხბურთელის დამატება იჯარისა და გამოსყიდვის წესით სურს.

"ბარსელონამ" მირალემ პიანიჩს უფლება მისცა, გუნდიდან წავიდეს, თუმცა თვითონ ნახევარმცველს წასვლა არ სურს. შეგახსენებთ, ის გუნდში გასულ სეზონში მოვიდა (არტური გაუშვეს "იუვენტუსში" მის ნაცვლად). "ბლაუგრანას" მისი გაშვება ხელფასის შემცირების გამო სურს.

"ბარსელონამ" და "ვულვზმა" ტრინკაოსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. კატალონიური გუნდიდან ფეხბურთელი იჯარის წესით 2021/22 წლების სეზონს პრემიერლიგაში გაატარებს. ინგლისელებს პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

მადრიდის "ატლეტიკო" დე პაულის ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "როხი ბლანკო" არგენტინელ ფეხბურთელს კოპა ამერიკის დასრულებისთანავე გაიფორმებს. სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, კრიშტიანო რონალდო გუნდში კიდევ 2 წლით დარჩება. შეგახსენებთ, ჩაგდებული სეზონის შემდეგ პორტუგალიელი ვარსკვლავის იტალიური გუნდიდან წასვლაზე უამრავი ჭორი იწერებოდა.

Sportall.Ge

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო "მილანის" თვალთახედვის არეში მოექცა. როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, "როსონერის" ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სურს, თუმცა, გავრცელებული ჭორების მიხედვით, კარლო ანჩელოტი ისკოსთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას გეგმავს, რათა ესპანეთის დედაქალაქში კვლავაც გაიბრწყინოს. თუმცა, თუ ფეხბურთელს წასვლა ენდომება, მას გაუშვებენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული