პსჟ მესის ტრანსფერს შეეშვა...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა, პსჟ ფეხბურთელის გადაბირებას ყველანაირი გზით ცდილობდა.
ფრანგულმა კლუბმა "ალბისელესტესა" და "ბლაუგრანას" კაპიტნისადმი ინტერესი არაერთხელ დაადასტურა. მეტიც, მათ შუამავლების ჩართვაც კი სცადეს, მაგალითად, ნეიმარი, დი მარია, პარედესი და ა.შ.

Le Parisien-ის თანახმად, მიუხედავად კლუბის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობისა, მესი გუნდში დარჩება და "კამპ ნოუზე" კარიერას კიდევ რამდენიმე სეზონით განაგრძობს.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ "ლურჯ-ბროწეულისფერების" გულშემატკივრები დაამშვიდა, როდესაც განაცხადა, რომ სიტუაცია ადეკვატურად მიმდინარეობ
და.

ნეიმართან გაერთიანება არ შედგება

კოპა ამერიკის თასის ფინალის შემდეგ ნეიმარი და მესი ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ. შეგახსენებთ, რამდენიმე სეზონი ვარსკვლავებმა ერთი კლუბისთვის ითამაშეს. გარკვეული პერიოდის წინ "სელესაოს" ლიდერმა მესისთან გაერთიანების სურვილი განაცხადა, სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ერთი დიდი ვნებათაღელვა გაჩაღდა, გაერთიანდებოდნენ თუ არა ისინი და შეუტევდნენ თუ არა ერთი გუნდისთვის, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნეიმარი პსჟ-ში დარჩა, მესი კი, სავარაუდოდ, დიდებულ კარიერას "ბარსელონას" რიგებში განაგრძობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი პსჟ-ში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული