4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი პსჟ-ში

AutoSharing Option
"ბარსელონა" და "პარი სენ ჟერმენი" ერთმანეთს 17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. სწორედ ეს გუნდები იქნებიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მონაწილეები. 

ფრანგული მედიის 4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი "პარი სენ ჟერმენში": 

1. მთავარი მიზეზი ისაა, რომ მესი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო პარიზული გუნდი მასში სოლიდური თანხის გადახდას აპირებს. 

2. ნეიმარისა და მესის კიდევ ერთი გაერთიანება.

2017 წელს, როდესაც ნეიმარმა "ბლაუგრანა" დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, იმის შემდეგ არაერთხელ გამოთქვა სურვილი არგენტინელ ლეგენდასთან ერთად თამაშის. კატალონიურ კლუბს
ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვს. ასე რომ, მესის ტრანსფერი ამ მხრივაც საკმაოდ ლოგიკურია. ფრანგულ კლუბში ასევე მაურისიო პოჩეტინოს, ანხელ დიმარიასა და ლეანდრო პარედესს შევხვდებით, რომლებიც მესის თანამემამულეები არიან. 

3. პარიზული გრანდი მესის საკუთარ რიგებში გადაყვანას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა. ასე რომ, მოლაპარაკებები 0-იდან არ დაიწყება და კლუბის მესვეურები არგენტინელს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. 

4. შესაძლოა, გუნდი კილიან მბაპემ დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ფეხბურთელი მის განახლებას ჯერჯერობით არ ჩქარობს. 

მბაპეს გაყიდვით მესის ხელფასის გადახდას შეძლებენ. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის..." - მაურისიო პოჩეტინო


alt"შესანიშნავია, როდესაც შენი ეროვნების მწვრთნელთან და ლიონელ მესისთან ერთად მუშაობ" - ლეანდრო პარედესი




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული