"მანჩესტერ იუნაიტედმა" მესის პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ "ბარსელონა" დატოვა, არგენტინელის გაფორმების მთავარი ფავორიტი "პარი სენ ჟერმენი" არის, თუმცა საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო, რომელმაც ფეხბურთელს 2-წლიანი შეთავაზება გაუკეთა, ხელფასის სახით კი კვირაში 672 000 ევროს შეჰპირდა.

The Sun-ის თქმით, "წითელ ეშმაკებს" დიდი იმედი აქვს, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანი კარიერას მანჩესტერში განაგრძობს, თუმცა ყველა სხვა გამოცემა იმაზე მიუთითებს, რომ ლეო პარიზში გადაბარგდება და თამაშს მისი მეგობრების: ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესისა და ნეიმარის გვერდით განაგრძობს.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ინგლისელები მომდევნო სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან. ამ
მომენტისთვის გუნდმა 2 ვარსკვლავი - ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდიდან") და რაფაელ ვარანი ("რეალიდან") უკვე იყიდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ინგლისური ფეხბურთის გიგანტი შეეცდება მარკუს რეშფორდს, სანჩოს, ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშს ლიდერის სახით ლიონელ მესი მოუყვანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლა ლიგამ სუიციდი გაიკეთა.
მერაბი
10 აგვისტო 2021 12:16
4
ფუ, ბარსელონას, ლაპორტას, კატალონიას და მთლიანად ესპანეთის ლა ლიგას, თავისი დამპალი ტებასეთი. მესის, რომ ამას გაუკეთებენ, იქ უკვე ფეხბურთი კი არ არის, არამედ ერთი დიდი ბალაგანია, თავისი ბალასტებით. ლა ლიგა დაკარგავს უამრავ სპონსორებს. ფაქტია. უყარეთ მერე კაკალი, ან იყარეთ ერთ ადგილას.
???
10 აგვისტო 2021 11:15
3
პარადოქსია: ბართომეუმ რეები აკეთა მესის ზურგს უკან და არ გაუშვა მესი გუნდიდან, თან მესის წასვლაც უნდოდა და ლაპორტა რომელიც ვენებს იჭრიდა მესის გამო და მესის მაისურებს კოცნიდა, არჩევნების წინ, მესი თვალის დაუმხახებლად გაუშვა. მოდი და ამის მერე, იწამე რამე.
???-ს
10 აგვისტო 2021 11:54
4
და რონალდუს არ გაუჭირდა ასაკში? მესი 40 წლის რომ იქნება მაშინაც სასარგებლო იქნება
ტოტტი
10 აგვისტო 2021 13:03
5
მესის სადმე გადაყვანა მხოლოდ კომერციული მიზნებით თუ გამოდგება. "ბარსას" გარდა, მას ამ ასაკში ყველგან გაუჭირდება.
მამუკა
10 აგვისტო 2021 11:51
15
ამ ასაკებს, რომ მიახტებით, ეს ასაკი არ ქონდა კოპაზე, რო დაფრინავდა? ერთი სიამოვნება იყო მისი ყურება. ალვეში პლიმპიადაზეც კი მაგრად თამაშობდა "ამ ასაკშიც" შენ ნუ გავიწყდება, რომ მესი, როლანდო და ესეთი მაგარი ფეხბურთელები არიან თავიანთი საქმის მაგარი პროფესიონალები! შეხედე ახალგაზრდების უმრავლესობას, ერთ ორს ითამასებენ და ეგრევე იკიდებენ ტრავმებს, მესი და როლანდო პირიქით, იმიტომ, რომ რეჟიმებს იცავენ და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება, ბრენდს, ზუსტადაც მესი ბარსას სახე და ბრენდი იყო და რა არ შესდიოდათ მაგარი მილიონები? დავიჯერო ეს ვერ გათვალეს ამ ფულის მონებმა, რომ მესის დაკარგვით დაკარგავდნენ მაყუთებს? მანდ უბრალოდ მაგარ ღალატს აქვს ადგილი. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოაშკარავდება.
მამუკას
10 აგვისტო 2021 14:35
1
რონალდინიო მესიზე დიდი ვარსკვლავი იყო მაგრამ ამდენი ხანი არ ჩამოეკიდა გუნდს ბალასტივით თორემ არავისზე ნაკლებ ბურთს არ გაიტანდა
ჟორა
10 აგვისტო 2021 14:40
20
ცნობისათვის როლანდინიოც ესე გაუშვეს.გეტყობა ტყემალზე ზიხარ. მესისნაირების ყურება არასოდეს მომბეზრდება.
ეეეე .ჟორაააა.
10 აგვისტო 2021 16:33
0
პატარა ოფერია, წელიწადში 32 მილიონზე ცოტა მეტი გამოდის.
...
10 აგვისტო 2021 11:11
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული