"მანჩესტერ იუნაიტედმა" მესის პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ "ბარსელონა" დატოვა, არგენტინელის გაფორმების მთავარი ფავორიტი "პარი სენ ჟერმენი" არის, თუმცა საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო, რომელმაც ფეხბურთელს 2-წლიანი შეთავაზება გაუკეთა, ხელფასის სახით კი კვირაში 672 000 ევროს შეჰპირდა.

The Sun-ის თქმით, "წითელ ეშმაკებს" დიდი იმედი აქვს, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანი კარიერას მანჩესტერში განაგრძობს, თუმცა ყველა სხვა გამოცემა იმაზე მიუთითებს, რომ ლეო პარიზში გადაბარგდება და თამაშს მისი მეგობრების: ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესისა და ნეიმარის გვერდით განაგრძობს.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ინგლისელები მომდევნო სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან. ამ
მომენტისთვის გუნდმა 2 ვარსკვლავი - ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდიდან") და რაფაელ ვარანი ("რეალიდან") უკვე იყიდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ინგლისური ფეხბურთის გიგანტი შეეცდება მარკუს რეშფორდს, სანჩოს, ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშს ლიდერის სახით ლიონელ მესი მოუყვანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლა ლიგამ სუიციდი გაიკეთა.
მერაბი
12:16 10-08-2021
4
ფუ, ბარსელონას, ლაპორტას, კატალონიას და მთლიანად ესპანეთის ლა ლიგას, თავისი დამპალი ტებასეთი. მესის, რომ ამას გაუკეთებენ, იქ უკვე ფეხბურთი კი არ არის, არამედ ერთი დიდი ბალაგანია, თავისი ბალასტებით. ლა ლიგა დაკარგავს უამრავ სპონსორებს. ფაქტია. უყარეთ მერე კაკალი, ან იყარეთ ერთ ადგილას.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული