14 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 14 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

დღეს "იუვენტუსი" ხელმძვანელობა პაულო დიბალას წარმომადგენლებს შეხვდება და კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე გაესაუბრება, არგენტინელ ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონის მიღება სურს. "ბიანკონერის" მხრიდან კი შემოთავაზება 8.5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა სავარაუდოდ, ბონუსის სახით სპორტსმენს ანაზღაურება გაეზრდება.

"მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემის" ლიდერს, ჰარი კეინს არ ეშვება. ფაბრიციო რომანოს თქმით, "ქალაქელები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი გადაიხადოს. როგორც ჩანს, "სიტის" მნიშვნელოვნად გაძლიერება გადაწყვეტილი აქვს.

"ბარნლიმ" "ლიონის" წარმომადგენლებს მაქსველ კორნესთან დაკავშირებით 17 მილიონიანი წინადადებით უკვე დაუკავშირდა. 24 წლის ფეხბურთელით
ასევე გერმანული ბერლინის "ჰერტაა" დაინტერესებული. სპორტსმენი თვითონ გადაწყვეტს თუ სად განაგრძობს კარიერას.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული