21 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 21 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

როგორც ნიკოლო შირა ირწმუნება, "ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუსან ვლაჰოვიჩი მადრიდის "ატლეტიკოს" წინადადებას დათანხმდა, ახლა "როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობას იტალიელებთან ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შეთახნმებაღა დარჩა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელები მზად არიან სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"ტოტენჰემმა" "მეცს" პაპე მატარ სარის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, ამ სიახლეს ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, ჯერ-ჯერობით სხვა დეტალური ინფორმაცია უცნობია.

"ჩელსი" საულ ნიგესისა ("ატლეტიკო") და იულ კუნდეს ("სევილია") ტრანსფერის თაობაზე მუშაობას განაგრძობს. "არისტოკრატები" მზად არიან სპორტსმენების სანაცვლოდ დავიდ
ზაპაკოსტა, მალანგ სარი და ტიმო ბაკაიოკო იჯარის წესით გაასხვისონ.

კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლის თაობაზე სატრანსფერო ჭორები არ წყდება, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გადაბირება ზაფხულის ბოლომდე სურს, თუმცა როგორც ნასერ ალ-ხელაიფი ("პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი) აცხადებს, ფრანგი გუნდს ამ სეზონში არ დატოვებს, ამრიგად, "ბლანკოსი" ახალგაზრდა ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულს ხელში უფასოდ ჩაიგდებს.

მომზდებულია marca-ს მიხედვით

alt2 მეგა და 6 დიდი ტრანსფერის მოლოდინში [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული