25 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 25 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

ცნობილი უცხოური გაზეთები მირალემ პიანიჩს "ბარსელონას" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ბოსნიელით "ფიორენტინა", "ნაპოლი" და "იუვენტუსი" ინტერესდებოდნენ, თუმცა ნახევარმცველის მომავალი შესაძლოა კვალავაც "ბლაუგრანას" დაუკავშირდეს. ჯერჯერობით უცნობია, მხაარები რა შეთანხმებას მოაწერენ ხელს, თუმცა იმის შანსი, რომ ფეხბურთელი კატალონიაში დარჩეს, გაიზარდა.

ერლინ ჰოლანის "დორტმუნდიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი ჩაიშალა, ამ ყველაფრის მიზეზი კი მინო რაიოლა გახლავთ. პოპულარული საფეხბურთო აგენტი ნორვეგიელის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 40 მილიონ ევროს ითხოვს, თვითონ თავდამსხმელისთვის კი სეზონში 50-მილიონევროიანი ანაზღაურების დანიშვნას ცდილობს. გერმანული პრესის ცნობით, ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.
"წითელი ეშმაკები" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ერლინის გადაბირებას შეეცდება.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უცხოური პრესა "მანჩესტერ სიტისა" და კრიშტიანო რონალდოს ერთმანეთთან აკავშირებდა, თუმცა, როგორც ცნობილია, "ქალაქელების" პირველი სამიზნე "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გახლავთ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰალანდი მანჩესტერის კაცია ეგრე მიდის საქმე :დ სუშერი სანჩო და ჰალანდი სამივე ერთმანეთთან დაახლოებულია
აბგდ
15:12 25-08-2021
0

სიახლეები პოპულარული