პსჟ-მა თანხა დაასახელა, რის სანაცვლოდაც მბაპეს შეელევა

AutoSharing Option
გუშინ, 25 აგვისტოს, პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა.

კომპეტენტურმა პირმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალისგან" 160-მილიონევროიანი შემოთავაზება მიიღო, თუმცა პსჟ ამ თანხაზე უარს ამბობს, რადგან 4 წლის წინ "პარი სენ ჟერმენის" ბოსებმა ახალგაზრდა ფრანგის სანაცვლოდ 145 მილიონი გადაიხადეს. ამას დამატებული 35 მილიონი "მონაკოს", თუ ფეხბურთელი გაიყიდებოდა ან კონტრაქტს განაახლებდა.

ამრიგად, 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვარსკვლავის გადაადგილება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პარიზული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს ითხოვს, რაც სულ
რაღაც 2 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ნეიმარის ზღაპრული ტრანსფერი (222 მილიონი, 2017 წელი, "ბარსელონადან" პსჟ-ში).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ მბაპე პარიზიდან წელს არ წავა, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში გუნდთან ხელს 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს, რათა პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის დაკარგვით დიდი ფინანსური ზარალი არ განიცადოს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიშვით ეს კაცი რას ტანჯავთ. მბაპე ნეიმარი და მესი ერთად? მერე აზრი? გაუშვით და ცოდა ძალა გამოეცლებათ და ვინმე საშუალოს დაიმატებენ. თორემ ისე რა აზრი აქ? ეს ტრიო რომ შეითევს მერე არ გინდა დააკავო? ჩემი აზრით რეალში წავიდეს ჯობია. 2-3 წელიწადში გაყიდიან და ისევ უკან დაბრუნდება, ოღონდ ცოტა დაბალი დონის როგორც ყოველთვის რეალს ჩვევია ფეხბურთელების გაფუჭება. წადი წადი მბაპე მიდი და ნახავ რომ დიდ შეცდომას უშვებ. აქეთ კი ძალა მოაკლდება პსჟ-ს და ცოტა დაბალანსდება. იქეთ ცოტა რეალი მოუმატებს და ატლეტიკოს კონკურენციას გაუწევს. აბა ბარსელონა ხო გააფარჩაკეს მთლად რა. ახლა იქნება რეალი ატლეტიკო. მიდი მიდი მბაპე
ხოდზეა მბაპე
14:06 26-08-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული