ედუარდო კამავინგა, დიდი ალბათობით, "რენიდან" კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბლანკოსი" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს+ბონუსებს გადაიხდის. 18 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას ედუარდოს ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, რადგან ფრანგი ფეხბურთელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ ინტერესდებიან.
კამავინგა "რენში" 2019 წლიდან ასპარეზობს, 70 შეხვედრა გამართა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით