"დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინ ჰოლანის აგენტმა მინო რაიოლამ ნორვეგიელი შემტევის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"ის მომდევნო ნაბიჯს გადადგამს, "ბაიერნი", "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვა დიდი კლუბები მისით ინტერესდებიან. ყველამ ვიცით, რომ წასვლის დრო დადგებოდა.
დიდია ალბათობა, რომ სკანდინავიელმა "დორტმუნდი" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს", - განაცხადა მინომ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით