"ბარსა" "იუვენტუსთან" დე ლიხტის თაობაზე მოლაპარაკებებს ერთ შემთხვევაში დაიწყებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" დიდი პრობლემები აქვს, გუნდს წარმატებით თამაში ძალიან უჭირს. მას შემდეგ, რაც მწვრთნელის რანგში ყოფილი ნახევარმცველი ხავი დაბრუნდა, "ლურჯ-ბროწეულისფერების" მოედანზე ასპარეზობა ოდნავ დალაგდა.

მოახლოებულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა შეძლებისდაგვარად (ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით) ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებს.

როგორც უცხოურ მედიაში იწერება, "ბარსა" მზადაა "იუვენტუსის" ნიდერლანდელი მცველის, მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ჟურნალისტ ხერარდ რომეროს მტკიცებით, "ბლაუგრანა" მატიასთან დაკავშირებით "ბიანკონერის" ბოსებს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ საკუთარი გუნდიდან სამუელ უმტიტის და ფილიპე კოუტინიოს გაყიდის.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"ბარსელონა" დე

ლიხტის გაფორმებას ამაოდ ცდილობს..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული