TalkSport-მა "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე დაასახელა

AutoSharing Option
TalkSport-ის ცნობით, 22 წლის დეკლან რაისი, დიდი ალბათობით, "ვესტ ჰემიდან" კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძობს.

მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "წითელი ეშმაკების" გეგმა ცენტრალური ნაწილის გაძლიერება იქნება, მანჩესტერელები კი ინგლისელს მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ მიმართავენ. შეგახსენებთ, ამჟამად "იუნაიტედის" თავკაცი რალფ რანგნიკი არის (დროებით).

"წითლების" ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ვარიანტად "ვულვზის" ნახევარმცველს, რუბენ ნევესს განიხილავს.

რაისმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებში 2019 წლიდან იწვევენ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი 7-ივე შეხვედრაში
მიიღო მონაწილეობა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული