"ნიუკასლმა" დაიწყო... პირველი შენაძენი ტრიპიერია

AutoSharing Option
კირან ტრიპიერი მადრიდის "ატლეტიკოდან" კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს.

ინგლისელმა მცველმა "როხიბლანკოში" ხუანფრანი შეცვალა და გუნდთან ერთად ლა ლიგის ტიტულიც მოიგო.

კირანს პრემიერლიგაში დაბრუნება სურდა. გასულ ზაფხულს მის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენდა, თუმცა ფინანსურად "გაფრთიანებულმა" "ნიუკასლმა" ფეხბურთელის გაფორმების შანსი არავის დაუტოვა. "ატლეტიკო" "სამი ლომის" მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდა, რაზედაც "წითელი ეშმაკები" არ დათანხდა, საბოლოოდ კი "კაჭკაჭებმა" სპორტსმენი 12 მილიონ ფუნტად გაიფორმა.

ტრიპიერი "ნიუკასლის" ახალი მფლობელის პირველი დიდი შენაძენია. შეგახსენებთ, პრემიერლიგური გუნდი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა 320 მილიონ ევროდ შეიძინა
და დიდი ტრანსფერებიც დააანონსა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული