გთავაზობთ 10 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:
The Sun-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხავი სიმონსს, იჯარით სხვაგან თამაში სურს. სპორტსმენის აგენტის, მინო რაიოლას თქმით, თინეიჯერს პარიზელებთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულებას კი იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ გუნდი მას გარკვეული პერიოდით სათამაშოდ სხვაგან გაუშვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კატალონიელები ერლინ ჰოლანს ვერ გადმოიბირებენ, ამ შემთხვევაში "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა პორტუგალიელ ბრუნო ფერნანდეშზე გადაერთვება. ეს ჭორები ნახევარმცველმა უარყო და პრესა გააკრიტიკა.
რალფ რანგნიკს სურს, რომ ედინსონ კავანი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი
ფორვარდის წასვლის თაობაზე არაერთი სიახლე დაიწერა.
"ვუთხარი, რომ მინდა დარჩეს. ედინსონი ჩემს კაბინეტში მოვიდა და დიდხანს ვისაუბრეთ. გულწრფელად ვამბობ, ვუთხარი, რომ სეზონის ბოლომდე მინდა დარჩეს" - განაცხადა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, კავანით "ბარსელონა" ინტერესდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით