გთავაზობთ 21 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:
მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელს, ფელიპე აუგუსტოს, გუნდთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თუმცა "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას სურს, რომ ბრაზილიელმა მათთან კიდევ 2 სეზონი გაატაროს.
ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი "მამლებთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში ფრანგ მეკარესთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა, თითქოსდა გუნდიდან წასვლა სურდა.
პსჟ-ის ხელმძღვანელობას "ტოტენჰემიდან" ნდომბელეს იჯარის წესით გადაბირება სურს. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ჩრდილოლონდონელებს სურთ, რომ ფრანგულმა გუნდმა სპორტსმენს ხელფასის 100% გადაუხადოს.
La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, "იუვენტუსს" გადაწყვეტილი აქვს, რომ დუსან ვლაჰოვიჩი
იყიდოს. როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა მზადაა სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს და დეიან კულუსევსკიც თან "წააყოლოს". თუ "ბებერი ქალბატონი" ამ ტრანსფერს გაჩარხავს, მაშინ უკვე დიდი ალბათობით, ალვარო მორატა "ბარსელონას" შეუერთდება.
ესპანურ სატელევიზიო გადაცემა El Chiringuito-ში ყოფნისას პედრო ბრავომ განაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევ ლუის სუარსის სამსახურით "ასტონ ვილა", მაიამის "ინტერი" და რამდენიმე აზიური გუნდი ინტერესდება. როგორც ჩანს, ურუგვაელი სად გააგრძელებს კარიერას, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
the Sun-ის მტკიცებით, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" მომავალ ზაფხულს დატოვებს. პორტუგალიელი გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა.
Sport's-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი", სავარაუდოდ, უსმან დემბელესთვის ბრძოლაში დაწინაურდება. 24 წლის ფრანგს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, "წითელ ეშმაკებს" უფასოდ შეუერთდება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით