ლევანდოვსკის კარიერის ბოლო წლების გატარება ესპანეთში სურს

AutoSharing Option
შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

AS-ის მტკიცებით, 33 წლის შემტევი არ გამორიცხავს, რომ კარიერის უკანასკნელი წლები "ბლანკოსის" შემადგენლობაში გაატაროს. პოლონელს "რეკორდმაისტერიდან" წასვლა სურს, აგენტებს კი განუცხადა, რომ პრიორიტეტი "სამეფო გუნდი" იყოს.

ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში გაოფიციალურდება, თუ პერესი "ბერნაბეუს" მოედანზე ერლინ ჰოლანს ვერ გადაიყვანს, უხეშად რომ ვთქვათ, ლევანდოვსკი "რეალისთვის" სათადარიგო გეგმას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რობერტს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული