"იუვენტუსის" შემტევმა მოიზე კინიმ შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.
"ბიანკონერის" შემადგენლობაში დუსან ვლაჰოვიჩის მოსვლის შემდეგ მოიზეს მომავალი ტურინულ გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა კინის საკუთარ შემადგენლობაში ხილვას კიდევ ერთხელ შეეცდება. შეგახსენებთ, იტალიელი პსჟ-ის ღირსებას 2020/21 წლების სეზონში იცავდა.
რაც შეეხება ამ სეზონს, კინიმ სერია A-ში 20 მატჩი გამართა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით