ჟორჟინიო ვეინალდუმით "ატლეტიკო" დაინტერესდა

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმის ყიდვა სურს.

წყაროს თქმით, 31 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა მზადაა 20 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, ვეინალდუმი პსჟ-ში 2021 წელს გადავიდა, მიუხედავად "ბარსელონასთან" თითქმის შეთანხმებული პირობებისა, ექს "ლივერპულელმა" მეტი ხელფასის გამო არჩევანი პარიზულ გრანდზე გააკეთა, თუმცა თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრა. ნიდერლანდელმა ამ სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა, აქტივში კი 3 გოლი და 2 ასისტი აქვს.

გადავა თუ არა "ჯინი" "ატლეტიკოში" ამას დრო გვიჩვენებს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული