ჰოლანმა "სიტი" უარით გაისტუმრა, ნორვეგიელი "რეალის" შემოთავაზებას ელის

AutoSharing Option
ნორვეგიელი ფეხბურთელის, ერლინ ჰოლანის ხელში ჩასაგდებად "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" იბრძვიან.

AS-ზე დაყრდნობით, "დორტმუნდის" ამჟამინდელ შემტევს "ქალაქელებმა" კვირაში 600 000 ევრო შესთავაზეს, რაც წელიწადში დაახლოებით 27-28 მილიონს უტოლდება, თუმცა ფეხბურთელმა ინგლისელები უარით გაისტუმრა.

სკანდინავიელი "ბლანკოსის" შეთავაზებას ელოდება, როგორც ცნობილია, ვუნდერკინდს მხოლოდ ფინანსური კუთხე არ აინტერესებს და მისთვის გუნდის პროექტიც მნიშვნელოვანია, ერლინით პერესიც დაინტერესებულია, თუმცა მის სანაცვლოდ ნებისმიერ თანხას ვერ გადაიხდის...

შეგახსენებთ, ამ სეზონში ჰოლანმა "დორტმუნდში" 23 შეხვედრა ჩაატარა, თავი 23 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე უშნო რამე კი არის.
2
თავში აქ ამას ავარდნილი, დონარუმასავით მალე წაიტეხს ცხვირს, აგერ ნახავთ თუ არა.
რრრ
17:36 26-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული