საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა კვლავ უგუნდოდაა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, პოლი "იუვენტუსში" გადასვლასთან არის ახლოს.
თუმცა RMC Sport-ის ინფორმაციით, ნახევარმცველი შესაძლოა პსჟ-ში აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს.
"ზიზუ" პოგბას ძალიან აფასებს და მისი დამატება მადრიდის "რეალშიც" სურდა.
შეგახსენებთ, პოგბამ "წითელი ეშმაკები" სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. პრემიერლიგის 20 ჩატარებულ მატჩში კი თავი 1 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით