დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს 4 ინგლისური გუნდი ეპატიჟება.
30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი", "ტოტენჰემი" და "ბრენტფორდი" სთავაზობენ. კრისტიანისთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. ამიტომ დანიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად "დეზები" ითვლება.
შეგახსენებთ, ერიკსენი ბოლოს "ბრენტფორდში" ირიცხებოდა და გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. გასულ სეზონში პრემიერლიგის 11 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლისა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.