იულეს კუნდეს "სევილიიდან" გადასვლა და "ბარსელონაში" თამაში სურს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ცენტრალური მცველით "ჩელსი" და "ნიუკასლი" ინტერესდებიან, თუმცა თვითონ ფეხბურთელს კატალონიელთა რიგებში გადაბარგება უნდა.
ფრანგით ინტერესდება "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ხავიც. თუ იულესთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, მაშინ "ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობა ნეაპოლელ კალიდუ კულიბალიზე გადაერთვება.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ანდალუსიელები მზად არიან "ბარსას" ფეხბურთელი 65-70 მილიონ ევროდ მიჰყიდონ. შეთანხმებაში შესაძლოა სერჟინიო დესტიც ჩაერთოს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით