მანე ბუნდესლიგას უახლოვდება, გუნდებს შორის უკანასკნელი მოლაპარაკებები იმართება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდი სადიო მანე "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა.

სენეგალელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"ბაიერნი" და "ლივერპული" ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ. ბოლო ინფორმაციით, გერმანულმა გრანდმა 35 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რაც "წითლებისთვის" მისაღები უნდა იყოს.

შეგახსენებთ, მანემ ამ სეზონში 51 მატჩი გამართა, სადაც თავი 23 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით





მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარ ფეხბურთელს დაითრევს ბავარია რა ლევანდოვსკი ეს ბდღვნის ყველას და ყველაფერს ამასთანავე არც კაპარჩხანაა გუნდში არ აურევს დისციპლინირებული წესიერი მშრომელი ფეხბურთელია ვარსკვლავური სენითაც შეპყრობილი არაა.
კახა
06:35 16-06-2022
0
რა ძუნწები არიან ეს გერმანელები!თვითონ 34 წლის ლევანას 50 მლნ-ზე ნაკლებად არ ყიდიან,აქ კიდე კიდე 35 მლნ-იო,თან ბონუსების ჩათვლით,ბონუსებს არ იკითხავთ,ჩ/ლიგას და ოქროს ბურთს თუ მოიგებსო?!კიდეც დასცინის მთელი მსოფლიო მასეთი შეთავაზების გამო)))
sandrex
17:39 15-06-2022
2

სიახლეები პოპულარული