"რომას" გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ რონალდო მათ გუნდში გადავა

AutoSharing Option
5-გზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის, კრიშტიანო რონალდოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც La Repubblica წერს, 37 წლის შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სქემაში ვერ ჯდება...

არადა, გარკვეული პერიოდის წინ დაიწერა, რომ "წითელი ეშმაკების" მომავალ სპეციალისტს იმედი ჰქონდა, პორტუგალიელი გუნდში დარჩებოდა.

იტალიური "რომას" გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ჟოზე მოურინიო და კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან, თუმცა პრობლემა ფინანსური კუთხითაა...

რაც შეეხება პორტუგალიელის 2021/22 წლების სეზონში დაგროვებულ სტატისტიკას, რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 38 შეხვედრა გამართა და თავი 24 გოლითა და
3 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული