ზინჩენკო და პეპი ვერ თანხმდებიან - კუკურელას ტრანსფერი რეალური ხდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მარკ კუკურელას ყიდვას აპირებს, ოლექსანდრ ზინჩენკოს კი, სავარაუდოდ, გაყიდის.

The Guardian-ის ცნობით, "ქალაქელების" ფეხბურთელით "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" ინტერესდებიან. თვითონ სპორტსმენს სურს, რომ გუნდში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშოს, პეპ გვარდიოლა კი უკრაინელს მარცხენა დამცველად ხედავს... სავარაუდოდ, მარკის ყიდვის მიზეზიც ესაა.

რაც შეეხება "ბრაიტონის" პოზიციას, პრემიერლიგური გუნდი ესპანელს 50 მილიონ ფუნტად აფასებს. "სიტი" 40 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პოზიციაც უნდა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს
თორნიკე
16:02 21-06-2022
0

სიახლეები პოპულარული