რონალდოს გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "იუნაიტედს" სხვა გეგმები აქვს

AutoSharing Option
მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს კლუბის დატოვება სურს. "ბლანკოსის" ყოფილი შემტევი მანკუნიანელების სატრანსფერო ფანჯარაზე პასიურობითაა უკმაყოფილო.

თუმცა ESPN-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს გუნდის მესვეურებმა აცნობეს, რომ მისი გაყიდვა არც კი განიხილება. "წითელი ეშმაკების" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, კრიშტიანოსთან მუშაობა სურს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა რონალდო ევროპულ კლუბებს, მათ შორის, ლონდონის "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნს" შესთავაზა.

შეგახსენებთ, რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებულ
30 მატჩში 18 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანიუს ვერც ეს ნიდერლანდელი უშველის.დაცვის ხაზი სულ შესაცვლელია.ნახევარ დაცვაც და მარტო რონალდო ვერ გაიტანს 100 გოლს
იმერელი
11:45 27-06-2022
0
მოდით გვირილას ფურცლებზე ვიმკითხაოთ.უფრო ნაღდი იქნება.
სოსო
22:13 27-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული