![](https://sportall.ge/pictures/image5/d44f5d74f95fc63aaa77748282890951.jpg)
ფრანკ კესი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. კოტდივუარელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" "მილანიდან" უფასოდ შეუერთდა.
სპორტსმენმა კატალონიურ კლუბთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა, ნახევარმცველის წარდგენა კი 6-ს ივლისსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, კესი "როსონერიში" 2017 წლიდან გამოდის, ჯამში 223 შეხვედრა ჩაატარა და თავი 37 გოლითა და 16 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით