მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი მარსელო, შესაძლოა, "მარსელში" გადავიდეს. ფრანგული კლუბი აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს და ბრაზილიელი სწორედ ერთ-ერთი ვარიანტია. შეგახსენებთ, მარსელო ამჟამად თავისუფალი აგენტია, გასულ სეზონში "ბლანკოსის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"რომა" დიბალას
ლონდონის "არსენალი" "იუვენტუსის" ნახევარმცველის, არტურის დამატებას განიხილავს. Tuttomercato-ს ცნობით, ტურინელები ბრაზილიელის გასხვისებისთვის მზად არიან. "მეთოფეებს" არტურის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, თუმცა კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლისანდრო მარტინესი დაიმატა. არგენტინელი ცენტრალური მცველი მანკუნიანელებს 55 მილიონ ევროდ (+10 მილიონი ევრო ბონუსის სახით) შეუერთდა. ლისანდროს დამატება პირადად "იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნა იყო. გასულ სეზონში მარტინესმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"ინტერი" სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მცველს, ბრემერს იმატებს. Corriere dello sport-ის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ კლუბებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება. "ტორინო" 45 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა "ინტერი" 30 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს. ბრაზილიელის დამატებას "იუვენტუსიც" განიხილავს. ამიტომ "ნერაძურის" ტრანსფერის სწრაფად დახურვა სურს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით