ვეინალდუმი "რომასთან" ერთ ნაბიჯშია - 28 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ 28 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს.

ფრენკ ლამპარდის "ევერტონმა" "ბარნლიდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დუაით მაკნილი შეიძინა. ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, 2017 წლიდან კი "ბარნლიში" ირიცხებოდა.

მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქომაგებმა პრესეზონის ამხანაგურ მატჩში ბანერი გადმოფინეს, სადაც ეწერა: "კრიშტიანო, არ მოგესალმებით". ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონას" სატრანსფერო მოქმედებების გამო, შესაძლოა, ასპილიკუეტას და მარკოს ალონსოს გაშვებაზე უარი თქვას. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მტკიცებით, ორივე მოთამაშეს კლუბის
დატოვება და ესპანეთში გადაბარგება სურთ, თუმცა კატალონიელებმა თავიანთი 3 სამიზნე: რაფინია, ჟულეს კუნდე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირეს, რამაც "არისტოკრატების" ახალი მფლობელი ტოდ ბოელი და გერმანელი დამრიგებელი ტომას ტუხელი გააბრაზა.

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი "რომას" უახლოვდება. მხარეები დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი ჰოლანდიელი ჟოზე მოურინიოს გუნდს შეუერთდება. ვეინალდუმი პსჟ-ს "ლივერპულიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. გასულ სეზონში ლიგა 1-ის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული