"მილანმა" ბელგიელი ტალანტი შეიძინა - 29 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
სესარ ასპილიკუეტას ლონდონის "ჩელსის" დატოვება და კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიელები ვეტერანი ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან და ტრანსფერის დასახურად ყველაფერს აკეთებენ. თუ მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ესპანელი ვარჯიშების გამოტოვებას არ აპირებს და პროტესტს არ მიმართავს. ასპილიკუეტა "არისტოკრატების" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და გუნდში ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა.

"მილანმა" 21 წლის ტალანტი შარლს დე კეტელარი შეიძინა. ბელგიური "ბრიუგე" მოთამაშეს 32 მილიონ ევროდ შეელია. კეტელარი შემტევი ნახევარმცველია, რომელიც უმეტესწილად ფორვარდის უკან მოქმედებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი გამართა, შეასრულა 8
შედეგიანი გადაცემა და 5 გოლიც გაიტანა.

"იუვენტუსი" ადრიენ რაბიოს გაყიდვას ვერ ახერხებს. ფრანგი მოთამაშით "მონაკო" დაინტერესდა, თუმცა ადრიენის მაღალი ხელფასის გამო ტრანსფერი არ შედგება. რაბიოს სატრანსფერო ფასი 17 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის ნაკრების წევრს კლუბის დატოვება თავადაც სურს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ტურინელებმა 27 წლის ნახევარმცველი 2019 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟ-დან შეიძინეს.

ლონდონის "არსენალის" განაპირა მცველი ნუნო ტავარეში იჯარის წესით "მარსელში" გადაბარგდება. ფრანგულ კლუბს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნება. პორტუგალიელი "მეთოფეებს" გასულ ზაფხულს "ბენფიკადან" შეუერთდა, თუმცა არასტაბილური თამაშის გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altვეინალდუმი "რომასთან" ერთ ნაბიჯშია - 28 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული