მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, როგორც იცით, კატალონიელთა ხელმძღვანელობამ სამუელ უმტიტის აცნობა, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში ამ მომენტში არ შედის და მზადაა მისი განათხოვრების შემთხვევაში, ხელფასის ნაწილიც გადაიხადოს.
ფრანგმა მცველმა ახალ კლუბს ჯერ კიდევ ვერ მიაგნო, მიუხედავად თურქული და იტალიური გუნდების დაინტერესებისა, გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჯერ არცერთან შემდგარა. უმტიტით ასევე "ოლიმპიაკოსი" ინტერესდება.
თვითონ ფეხბურთელს "ლიონში" დაბრუნება სურს, რადგან ნაცნობ კედლებში ფორმას უკეთ აღიდგენს. ამასთან ერთად, ფრანგულ გუნდს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს სამუელი თამაშს, ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია Marca-ს
მიხედვით