"მანჩესტერ იუნაიტედს" "ატლეტიკოს" ფორვარდის დამატება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მატეუს კუნიას დამატებას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.

"წითელ ეშმაკებს" ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი და ერიკ ტენ ჰაგს შემტევის დამატება სურს. გაურკვეველია კრიშტიანო რონალდოს საკითხიც, სხვა ფორვარდი კი "მანკუნიანელებს" პრაქტიკულად არ ჰყავთ.

"ინდიელები" ამ ეტაპისთვის მოთამაშის გაშვებას არ განიხილავენ, თუმცა თუ შეთავაზება 50 მილიონ ევროს გადააჭარბებს, არაა გამორიცხული მას დათანხმდნენ.

კუნია "ატლეტიკოს" ბერლინის "ჰერტადან" შეუერთდა. ესპანელთა რიგებში მის ანგარიშზე 30 მატჩში 6 გატანილი გოლია, ბრაზილიის ნაკრებში კი 7 თამაში აქვს ჩატარებული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული